მარიამ ქვრივიშვილი: „კოვიდ-19“-ით დაზარალებულ სფეროებს ახალი პროექტებით დავეხმარებით

21 Jul 2020 21:07

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ახალი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც როგორც ფოტოგრაფებს, ასევე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს დაეხმარება.


„ჩვენი კამპანია „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ძალიან აქტიურ ფაზაში შევიდა. ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს, მათ შორის მარკეტინგულ PR და ა.შ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, შევხვდით ფოტოგრაფებს, მიმდინარე კამპანიის ფარგლებში მათ გავაცანით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, სადაც მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც „კოვიდ-19“-ის დროს დაზარალებული ჯგუფის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


ქვრივიშვილის განცხადებით, ახალი პროექტების ფარგლებში განახლდება ფოტობანკი.


„დიდი ხანია, სახელმწიფოს მსგავსი პროექტი არ განუხორციელებია, როდესაც ჩვენ ვატარებთ როგორც შიდა, ასევე მარკეტინგულ კამპანიებს, უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ვიზუალს. ეს არის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც ასახავს საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. გვქონდა ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და პოზიტიური შეხვედრა ფოტოგრაფებთან. მათი მხრიდან უკუკავშირი ძალიან პოზიტიური იყო. შევთანხმდით, რომ სამი პროექტის ფარგლებში დავიწყებთ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ მსგავსი სახის პროექტებით ჩვენ დავეხმარებით ისეთ სფეროებს, რომლებიც „კოვიდ-19“-ის დროს დაზარალდნენ. ამ პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ აქტიურად ჩავრთოთ გიდები და სატრანსპორტო კომპანიები, რომლებიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ რეგიონალური ტურების მიმართულებით“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი