ყველაზე ცხელი მობილურები

21 Jul 2020 21:07

2020 წელი ისევ უბრუნდება ჩვეულ რიტმს და სმარტფონების მწარმოებელი კომპანიები თამამად გვთავაზობენ მობილურების ახალ მოდელებს. მეტწილად ახალი შეთავაზებები გულისხმობს გაუმჯობესებულ სელფის კამერას, ეკრანის უკეთეს რეზოლუციას, ადაპტირებად ეკრანებს, აქტუალური ხდება თავსებადობა 5G მობილურ ინტერნეტთან.

აიფონისა და სამსუნგის გარდა, ინოვაციური ფუნქციონალით,  ბაზარზე სხვა ბრენდებიც შემოდიან, რაც კიდევ უფრო ზრდის კონკურენციას და პროდუქტს მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებულს ხდის.

Iphone SE არის ჭეშმარიტად 2020 წლის მოდელი, რომელიც ბევრი თავისი მახასიათებლით Iphone 11-ს გავს თუმცა, ასევე ამსგავსებენ Iphone 8-საც. ეს ტელეფონი არის Iphone 8-ის უფრო ჭკვიანი ვერსია, რომელიც კამერის მახასიათებლებით ძალიან გავს iPhone 11-ს, ეს მოდელი ასევე გამოირჩევა ელემენტის შრომისუნარიანობით და წყალგამძლეობით. ყველაფერთან ერთად არის ეფლის საკმაოდ ბიუჯეტური მობილური, რაც ერთი-ორად ზრდის ეფლის სეგმენტს და მომხმარებელთა რიცხვს.

Samsung S20 არის ძალიან კომფორტული მობილურის მოდელი, რომელმაც საკუთარ თავში გააერთიანა, ამ სერიის, წინამორბედების საუკეთესო მახასიათებლები და გამოირჩევა კამერის ფუნქციონალით, ასევე ეკრანის ზომებით. ეს ტელეფონიც განიხილება როგორც ბიუჯეტური, თუმცა ფუნქციონალით ნამდვილად არ ჩამოუვარდება სხვა მოდელებს. თუკი ამ მოდელსა და სხვა უფრო ძვირიანს შორის, ვინმე შეაჩერებს არჩევანს ძვირიან ვერსიაზე, ეს იქნება მხოლოდ ინდივიდუალური გემოვნების გავლენა, მსოფლიოს ბაზარზე ამ მოდელის ფუნქციები საუკეთესოდ არის შეფასებული.

მობილურების ბაზარზე, აიფონი და სამსუნგი მთავარ კონკურენტებად რჩებიან, თუმცა წელს სხვა კომპანიებმაც დახვეწეს თავიანთი სმარტფონების ხაზი, მაგალითან One plus და Google.


თითოეულ მათგანს აქვს სხვადასხვა ინოვაციური ფუნქცია, რომელიც ხაზს უსვამს ინდივიდუალიზმს და ნელ ნელა აწინაურებს  დივაისებს ბაზარზე.


Oneplus როგორც ბრენდი დაწინაურდა პირველ რიგში ტექნიკური მაჩვენებლების ხარჯზე, ფასი რომელიც საკმაოდ მაღალია ამ შემთხვევაში სრულად ეხმაურება ხარისხს. ყოველი მომდევნო მოდელი უფრო სრულყოფილი და მსოფლიოში არსებული ინოვაციების შესაბამისია. ეს ბრენდი აქცენტს განახლების სიჩქარეზე, ელემენტის გამძლეობაზე და სხვა ისეთ მახასიათებლებზე აკეთებს რაც არა ბრენდის არამედ უშუალოდ დივაისის წარმატების საწინდარია.


Google Pixel-მა ასევე დიდი ყურადღება დაიმსახურა ქართულ ბაზარზე, მიუხედავად იმისა რომ ჯერ არ არის ისეთი მოთხოვნადი როგორც სამსუნგი და ეფლი, მსოფლიო ბაზარზე ნელ ნელა იკავებს მოწინავე პოზიციებს. ეს ბრენდი ბიუჯეტურია თუმცა ისევე როგორც One plus დიდ ყურადღებას აქცევს ტექნიკურ თავისებურებებს, ყოველ მომდევნო მოდელში მოხმარებელს სთავაზობს დახვეწილ კამერას, გაუმჯობესებულ ეკრანს და პროცესორს. Pixel 4A ცნობილია თავისი ღამის ხედვის კამერით, რომელსაც შეუძლია სიბნელეშიც კი საუკეთესო სურათები გადაიღოს.


როგორც ხედავთ ბაზარზე ეფლის მონოპოლია ჯერ სამსუნგმა შემდეგ კი სხვა ბრენდებმა შეარყია და ბრენდებისადმი მიჯაწვულობა ძალიან ცვალებადი გახადა, უშუალოდ მომხმარებლებშიც. ამიტომ პირველ რიგში კამერის არჩევისას მნიშვნელოვანია რისთვის ვყიდულობთ მობილურს. ასე თუ ისე ყველა თანამედროვე ბრენდი ითვალისწინებს სმარტფონისთვის საჭირო ტექნოლოგიური ფუნქციონალის კრიტერიუმებს, განსხვავებები ამ შემთხვევაში ინდივიდუალური გემოვნების საკითხებზეა დაფუძნებული.


ზაფხულის სეზონზე, ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია კამერის და წყალგამძლეობის საკითხი. ეს ის პერიოდია როდესაც მოგზაურობისას ყოველი შთაბეჭდილების ფოტოზე აღბეჭდვა და გაზიარება გვინდება, 2019 და 2020 წლის ყველა ბრენდი სწორედ ამაზე არის ორიენტირებული, ამიტომ რჩება მხოლოდ გემოვნურად ყველაზე სასურველის არჩევა.





კომენტარები:

ფართი შოპი