პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, კახა ოქრიაშვილს ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკას საარჩევნო ოლქში გარკვეული შანსები აქვს, მაგრამ მას „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი აჯობებს.
„კახა ოქრიაშვილის, როგორც პიროვნების მიმართ, არანაირი პრეტენზია არ არსებობს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, იმ გუნდს დაშორდა, რომელმაც საკმაოდ დიდი ენერგია და რესურსი დახარჯა იმისთვის, რათა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსესუსისთვის მიეღწია და სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტიისთვის კიდევ ერთი საფუძველი შექმნილიყო. ამ ნაწილში მას გააჩნია რადიკალურად განსხვავებული პოზიცია. ლოგიკური იქნება, რომ ერთმანეთს ამ პოზიციებით დავცილდეთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.