5 მიზეზი ავტო სესხისთვის

21 Jul 2020 21:15

საბანკო სერვისებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მიზნებროვი სესხია. ეს პროდუქტი შეიქმნა მათთვის, ვინც ზუსტად იცის ფულად ვალდებულებას რა მიზნით იღებს, მარტივად რომ ვთქვათ სესხს იღებს სპეციალურად რაღაც კონკრეტულის შესაძენად.



მარტივი გამოსაცნობია, რომ ავტო სესხი ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი სესხია.


1. ავტომობილი როგორც უზრუნველყოფა

ავტო სესხის აღებისას, ავტომობილი თქვენს მფლობელობაშია, შესაბამისად თქვენ არ გჭირდებათ დამატებითი ქონების მოძიება ამ სესხის უზრუნველსაყოფად. ეს საკმაოდ მოსახერხებელია რადგან ეს სესხი არ იქონიებს გავლენას სხვა ფინანსურ საკითხებზე.


2. ავტომობილი შემოსავლის წყარო

ყველაზე ოპტიმალური, ავტო სესხი იმ ადამიანებისთვისაა, რომელტაც შემოსავლის წყაროდ უნდა გამოიყენონ შენაძენი. სასრუველია ამ ინფორმაციის მიწოდება, ასე იზრდება მომხმარებლის გადამხდელუნარიანობა ბანკის თვალში, რაც ზრდის სესხის მიღების შესაძლებლობას.


იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილი მომხმარებლის საკუთრებაშია, ის ტავისუფლად შეიძლება იქცეს შემოსავლის წყაროდ, გამოყენებულ იქნეს ბიზნესში და ა.შ.


3. თანხის შეგროვება

თანხის შეგროვება ყოველთვის უფრო რთულია ვიდრე სესხის გადახდა, მითუმეტეს თუ მომავალი ავტომობილი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.  ავტო სესხი სწორედ მათთვისაა ვისაც არ აქვს საშუალება გადაიხადოს ერთიანად ან დაელოდოს თანხის შეგროვებას.


4. დრო

თანამედროვე ცხოვრების რიტმში, დრო გადამწყვეტ როლს თამაშობს, სხვა სესხებთან შედარებით ავტო სესხი [WU1] გამოირჩევა სისწრაფით, ახალი ავტომობილის მფლობელი შეიძლება რამდენიმე წუთში გახდეთ. სხვა ტიპის სესხებთან შედარებით, ან თუნდაც სესხის გარეშე ავტომობილის შეძენასთან შედარებით, ავტ სესხი ბევრად ნაკლებ ენერგიას და დროს მოითხოვს.


5. ახალი ავტომობილი


ავტო სესხის აღებისას, მნიშვნელოვანია თქვენ მიერ არჩეული ავტომობილი იყოს შედარებით ახალი წლოვანებით და ტექნიკურად გამართული. ბანკი თავადაც ზრუნავს იმაზე რომ ეს ინვესტიცია სწორი და წარმატებული იყოს. მართალია საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობა მომხმარებელზეა, მაგრამ ავტო სესხის შემტხვევაში უფრო დიდი შანსია სწორად აარჩიოთ ავტომობილი და წარმატებული შენაძენი იყოს.


საერთო ჯამში ავტო სესხი სრულყოფილი პროდუქტია მათთვის ვისაც სურს უკეთეს მომავალში ინვესტირება. როგორც კი ავტომობილი მომხმარებლის მფლობელობაშია, იწყებს შენაძენით ტკბობას, ან მუშაობას, ხოლო გადახდა გრძელდება სასესხო შეთანხმების შესაბამისად.


ძალიან მნიშვნელოვანია ავტო სესხისთვის აირჩიოთ სანდო ბანკი, რომელსაც აღნიშნული პროდუქტი პრიორიტეტულად მიაჩნია და ბევრ საინტერესო შეღავათს სთავაზობს მომხმარებელს. გახსოვდეთ რომ ბანკს რომელსაც აირჩევთ, საკმაოდ დიდი ხნით უკავშირდებით ფულადი ვალდებულების სახით.



კომენტარები:

ფართი შოპი