ლევან კობიაშვილი: გამიხარდება, თუ ოპოზიცია ამას ხშირად გაიმეორებს

21 Jul 2020 21:17

მმართველი პარტიის მიერ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული ლევან კობიაშვილი უშუალო კონკურენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი არ არის რას ამბობს ოპოზიცია ან მისი კონკურენტი.


„ეს არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავრია ის, რომ გუნდმა კიდევ ერთხელ გამომიცხადა ნდობა. იცით, რომ რაიონის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, ეს რაიონი არის ჩემთვის ძალიან ახლოს. ვიცნობ უამრავ ადამიანს, იქ მქონდა მხარდაჭერა და შესაბამისად, ოთხი წლის განმავლობაში თუკი ხელმეორედ გავხდი კანდიდატი, ნიშნავს იმას, რომ გუნდთან ერთად ვაკეთებ საქმეს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამომრჩევლები ისევ დამიჭერენ მხარს“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.


კობიაშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე, რომ ის კახა კალაძის მხარდაჭერით დასახელდა კანდიდატად, განაცხადა, რომ ის კალაძის მეგობარია, რაც ძალიან ეამაყება.


„მე კალაძის მეგობარი ვარ. ძალიან მახარებს ეს ფაქტი და ძალიან მეამაყება, თუკი ოპოზიცია რაც შეიძლება ხშირად გაიმეორებს ამას. ვინიცობაა, ვინმემ ეს არ იცის, მე ძალიან გამიხარდება, თუ მათაც გააგებინებენ“, - აცხადებს კობიაშვილი.


ოპოზიციური პარტიიდან გლდანის მაჟორიტარად დასახელებულმა ნიკა მელიამ მედიას განუცხადა, რომ „ახალგაზრდა კაცი მარცხისთვის გაწირეს“.



კომენტარები:

ფართი შოპი