პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების თაობაზე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი კანდიდატებს არჩევს არა სიახლის მიხედვით, არამედ იმის გათვალისწინებით, რა გაუკეთებიათ და რის გაკეთებას აპირებენ. ასევე, თავიანთი დამოკიდებულებით ხალხისა და ქვეყნის მიმართ, თავისი მონაცემებით საქმის კეთების თვალსაზრისით.
ვოლსკის განცხადებით, ,,სიახლეებით თუ ვიმსჯელებთ, მოკლე შარვლების ჩაცმის გარდა, ჩვენთვის სიახლე არც ოპოზიციას შემოუთავაზებია".
„დეპუტატები, რომელთაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს, ზოგი იქნება სიაში, ზოგი – არა. ვწონით, მათი რესურსით ემსახურონ ქვეყანასა და ხალხს. ეს რესურსი ყველას აქვს, მაგრამ ყველა სიაში ვერ მოხვდება. სიაზე მუშაობა მიმდინარეობს და ეს აგვისტოშიც გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.