"400 წლის წინ შაჰ-აბასმა საქართველოს წაართვა ეს ხალხი, ახლა კი საქართველოს ხელისუფლებამ საქართველო წაართვა ამ ხალხს"- ფერეიდნელი კაცის ემოციური წერილი

25 Sep 2017 01:18

ზვიად ტომარაძე, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების“ დირექტორი:




_ეს გახლავთ ფერეიდნელების კარლო და მაკა მიქელაძეების მამის დღევანდელი სტატუსი: 


"უძვირფასესო თანაფესვებო! დებო და ძმებო! არ ვიცი როგორი სიტყვებით მადლობა მოგახსენოთ ამდენი გულთბილი აზრების გამოხატვისთვის. ორი დღეა რაც ღრმა შოკში ვარ ჩემს შვილების თვალებში ვერ მიმიხედავს. ძალინ მრცხვენია. 30 წელიწადს ჩემს შვილებს ჩაუნერგე სამშობლოსა და ქართული ერისადმი სიყვარული. შეიძლება ბევრმა არ იცოდეს უცხო ქვეყანაში სადაც ყველაფერი უცხო ენაზე არის როგორ ძნელია საკუთარი ენის შენარჩუნება და მისი გადაცემა შვილებზე. მე იმისთვი გული არ მწყდება თუ რატომ მოქალაქეობა არ მიანიჭეს(დაუბრუნეს) ჩემს შვილებს, არამედ იმისთვის რომ თურმე ჩემი შვილები დაკითხვისთვის დაიბარეს და არა გასაუბრებისათვის. 36 საათიან ავტობუსით მოგზავრებს ეუბნებიან:.- "თქვენ რომ საქართველოში არც სახლი გაქვთ, არც სამუშაო ადგილი და არც ნათესავი რატომ გინდათ გადმოსახლდეთო?" აი ეს ყოფილა მთელი გასაუბრება. ეს ახალგაზრდების შევრაწყოფაა . მე კი ვერ ვაპატიებ მათ. ძალიან ვჭუხვარ რომ 400 წლის წინ შაჰ აბასმა საქართველოს წაართვა ის ხალხი და ახლა კი საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველო წაართვა ამ ხალხს".


-------------------------------------------------------------------

„ფერეიდნელებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს” – „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების“ დირექტორი ზვიად ტომარაძე აცხადებს, რომ მაშინ როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ორმაგ მოქალაქეობას ანიჭებენ, 400 წლის წინ სამშობლოს იძულებით მოწყვეტილ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი უთხრეს.


„ძალიან სამწუხარო ამბავი!!! "მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ" ჩვენი მე–4 პროექტის მონაწილე ფერეიდნელებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრა!!!


ვცდილობ 400 წლის წინ სამშობლოს იძულებით მოწყვეტილი ჩვენი და–ძმები, რომლებმაც ქართული ენა დღემდე შეინახეს, უკან დავაბრუნო და ამაში ხელს შეწყობის მაგივრად ხელს მიშლით??? უცხო ჯიშის გადამთიელებს ხომ ურიგებთ მოქალაქეობას? გარეწრები ხართ!!!


ფერეიდნელების სახელი და გვარი ვისაც უარი უთხრეს: კარლო მიქელაძე, ლევან მიქელაძე, მარიამ მიქელაძე, მაგდა მიქელაძე, ნიკოლოზ ონიკაშვილი, ლია გოგიჩაშვილი, ნათია იოსელიანი, მაია სეფიაშვილი, გვანცა იოსელიანი, არსენ ლაჩინაშვილი“ - წერს ზვიად ტომარაძე.


კომენტარები:

ფართი შოპი