თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში დღეიდან ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან

22 Jul 2020 11:49

გამომძიებლის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში ხვალიდან ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან. მყვინთავები ასევე ტბაშიც ჩავლენ და გააგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.


„დრონები უკვე მუშაობენ. ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან. მყვინთავები ჩავლენ ტბაში, იქაც ვაწარმოებთ სამუშაოებს. დღეს ამდენი პოლიციელის რესურსი დაიხარჯა ამ აქციისთვის, ნაცვლად იმისა, რომ გვემუშავა. მოგვეცით საშუალება, ვიმუშაოთ. ხვალ წამობრძანდით და დაესწარით, მიმდინარეობს ყველა საჭირო სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება ავტოფარეხებს, გადამოწმებულია ყველა საეჭვო გადახურული, ხეებიც კი. ვამოწმებთ ყველაფერს ოპერატიურად. ვაკეთებთ ყველაფერს. დამატებითი ძალები ჩართულია, ეს არ ხდება რაიონისა და რეგიონის დონეზე, ჩართულია მთელი სამინისტრო, ყველა შესაბამისი სამსახური, თუნდაც უმნიშვნელო ვერსიასაც ვამოწმებთ“, – განაცხადა გამომძიებელმა.


გუშინ დაკარგულის ოჯახის წევრებმა ქვემო ფონიჭალაში აქცია გამართეს. ისინი გამოძიებას გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებენ.


23 წლის თამარ ბაჩიაშვილის მეოთხე დღეა, ეძებენ.


კომენტარები:

ფართი შოპი