"პატივცემულო ჟურნალისტებო, რამდენს გეყოფათ გამბედაობა... თვალებში ჩახედოთ?"

25 Sep 2017 01:54

ბლოგის ავტორი: საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე:



თრიაქზე დამღუპველი უსამართლობაა, რადგან არმია არავის კანტორა არ გახლავთ.


პატივცემულო ჟურნალისტებო რამდენს გეყოფათ გამბედაობა ამ პრობლემას თვალებში ჩახედოთ?


ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში 2012 წ 28 ივლის პატრულირების დროს ხელთნაკეთ ნაღმზე აფეთქებულ დავით მახარეიშვილი რომელსაც ხერხემლის L2,L3,L4 მალების კომპრესიული მოტეხილობა და გულმკერდის 2 და 3 ე მალების მოტეხილობა ჰქონდა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და გენშტაბის იმდროინდელმა უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ შემწეობის გარეშე დატოვა.


ე.წ. მისიებში რომ გაბერილი კონტიგენტით ვდგავართ და 20% ოკუპირებულ ქვეყანას 870 ჯარისკაცის საკუთარი უსაფრთხოებიდან მოშორება არ გვაწუხებს ეს ფაქტია, ეროვნულ ინტერეს ვერც მაშინ ვგრძნობთ როცა თავდაცვის 600 მილიონიანი ბიუჯეტიდან 145 მილიონს მისიებში ვფლანგავთ საიდანაც არანაირი პოლიტიკური სარგებელი არ მიგვიღია.


1.არც დეოკუპაცია მომხდარა.
2.არც არმიის საბრძოლო პოტენციალის გაძლიერება.
3.არც ლტოლვილების დაბრუნება.


მისიებიდან მივიღეთ მხოლოდ 35 დაღუპული და 150 დაჭრილ - დასახიცრებული რომელთა სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს.


გარდა იმისა რომ საკუთარი უსაფრთხოება ფიზიკურად და ეკონომიკურად შევასუსტეთ ქართულ გენოფონდსაც სერიოზული დარტყმა მივაყენეთ რატომღაც საერთოდ არ გვადარდებს ის რომ გაეროს მონაცემებით გადაშენების პირასჩმყოფი ერი ვართ რაც უკვე განვმარტე საკუთარი ქვეყნის ღალატის ტოლფასი ქმედებაა დანაპირები ნატო კი ილუზიად გვრჩება თუმცა ამავე სამხედრო ბლოკის ნატოს წევრ ქვეყანას საბერძნეთს ავღანეთის მისიაში სულ 4 ჯარისკაცი ჰყავს მათი ფუნქცია ეროვნული დროშის აღმართვაა და ამით მთავრდება საბერძნეთის ბრძოლა ე.წ. მისიაში ტერორიზმის წინააღმდეგ.


ჩვენ კი ჩვენს გენოფონდს ვანიავაბთ იმიტომ რომ ქართული სისხლი იაფია.


მისიების ნეგატიურ მხარეზე საუბარი შორს წაგვიყვანს იქაური ჭირი ნარკოტიკია რომელიც მსოფლიოს წამლავს საბჭოთა არმიის ავღანურ კამპანიას ვინც იკვლევდა მან იცის 78-88 როგორ აისახა პირად შემადგენლობაზე ავღანური კოკაინის თრობა.


ამ პრობლემის გამოძახილი იყო ავღანურ მისიაში ქართველი ჯქრისკაცის გიორგი კიკაძის დაღუპვა ის ბაზიდან ავღანურ მოსახლეობაში თრიაქის საშოვნელად გავიდა რისშემდეგაც დაღუპული იპოვეს გვამს მრავლობითი ჭრილობა და წამების კვალი აღენიშნებოდა.


მაშინდელმა სამხედრო პოლიციამ რომელსაც ირაკლი ალასანიას მძღოლი კახა ჩიხრაძე ხელმძღვანელობდა საქმე შეგნებულად გააუფერულა და დამნაშავეებს ხელი დააფარა ხოლო ალასანიას მეგობარმა ანდრია გოცირიძემ ეს საქმე მინისტრის ინტერესებშივე მიაჩუმათა რათა საზოფადოებას სინამდვილე არ გაეგო არსებული პრობლემის შესახებ დაარ მომხდარიყო მასიური პროტესტის დაფიქსირება.


თავისთავად დაუსჯელი დარჩა ყველა ის პირი ვინც კიკაძეს საშუალება მისცა ბაზა თვითნებურად დაეტოვებინა და ყველა ის ზემდგომი ვინც ავღანური მისია სისტემურ ფულის საშოვნელ საბადოდ შექმნა.


არმიაზე სამოქალაქო კონტროლის არარსებობამ მოიტანა ხელმძღვანელთა ტორალური სითავხედე დე ნაომარი ბიჭების ღვაწლის ტოტალური დაუფასებლობა.


ომების და მისიების ნეგატივებად რაც ჯარისკაცებს ტრამვებად მოსდევთ რეაბილიტაციის კურსეს იყენებენ რაც საქართველოში არარსებობს მას მხოლოდ ფორმალური მხარე აქვს და მეტი არაფერი.


ტრამვის გადატანის 4 ფაზა გამოიყოფა:


შოკის ფაზა: ამ ფაზისთვის დამახასიათებელია გაშეშება ან ზეაგზნება, არარეალობის შეგრძნება, მომხდარის უარყოფა, ტირილი, მუქარა. ამ ყველაფრით ადამიანის ფსიქიკა განმუხტვას, ტრამვული ენერგიისგან დაცლას ცდილობს.


ბრაზის, განრისხების ფაზა- იწყება როდესაც უკვე მომხდარი მატრამვირებელი ფაქტის რეალობად მიღება ხდება, ადამანი იწყებს ფაქტთან შეგუებას. ამ ფაზისთვის დამახასიათებელია აგრესია საკუთარი თავის ან სხვა ადამიანების მიმართ. ასევე სასოწარკვეთილება, დარდი და პროტესტი.


დეპრესიის ფაზა- ამ ფაზისთვის დამახასიათებელია ტირილი მწუხარება, იზოლაცია, საკუთარი იდენტობის დაკარგვა, აპათია. სხვა ადამიანებთან ყველანაირი კონტაქტის გაწყვეტა.


დაძლევის ფაზა- არის ტრამვის დაძლევის ბოლო ეტაპი, როდესაც ტრამვა ხდება ადამიანის ცხოვრების ნაწილი, ადამიანი უკვე ამ ტრამვასთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას.


ტრამვის ერთ-ერთი მაგალითია ომის ტრამვა, მის სპეციფიკას განსაზღვრავს მატრამვირებელი ფატორების გახანგრძლივებული ზემოქმედება, რაც უფრო ძლიერს ხდის ჯარისკაცის ფსიქიკაზე ნეგატიურ ეფექტს.


ყველა ზემოდ ჩამოთვლილი უბედურების შემდეგ რეაბილიტაციის ცენტრში მყოფი დაჩეხილი ჯარისკაცები 20-25 წლის ბიჭები ხიდაშელმა და კაპანაძემ ჯარიდან გაყარა თრიაქის მოწევაზე წაგისწარითო.


უდაოდ სამწუხაროა რომ კანონი დაირღვა და თრიაქი გააბოლეს მაგრამ ვიეტნამის ომის შემდეგ ამერიკელი ჯარისკაცები უარეს აკეთებდნენ და მაინც მათ უბატონოდ ხმას არავინ სცემდა.
ავღანეთში დაჭრილ ჯარისკაცს დავით მახარეიშვილხ ტკივილების გასაყუჩებლად ყოველდღე უკეთებდნენ მორფს და ხიდაშელი და კაპანაძე იქ არ მისულა და არ უთქვამს როგორ შეგიმსუბუქო ტკივილიო?


ამის გამო ჯარიდან გააგდეს და შემწეობის გარეშე დატოვეს ყველა.


თქვენ ალბად იკითხავთ დაინვალიდებული კაცი როგორ ირიცხებოდა ჯარში.


ესეც კანონის ხარვეზია მისიებში და 2008წლის ომში დაშავებულებს მოქმედ შტატებზე ნიშნავენ ისინი სულ სამკურნალო შვებულებაში იმყოფებიან და ასე იღებენ ხელფასს სახელმწიფომ სხვა ფორმა დაჭრილ-დაშავებულების დასაფასებლად ვეერ ნახა. როცა ვამბობ რომ კაპრალი დავით მახარეიშვილი ჯარიდან გააგდეს ვგულისხმობ იმას რომ სამედიცინო მივლინების ფიქტიურ ფორმაზე უარი უთხრეს მასჩწაართვეს ტრამვების მკურნალობის საშუალებაც და უკანასკნელი ლუკმა-პურიც.


ამ ზომამდე მიიყვანეს თავად და მერე გაჭირვებაში მიატოვეს.


რაცშეეხება ბატონ ვახტანგ კაპანაძეს თურმე სულაც არ თვლის დანაშაულად იმას როცა მან მისი შვილი ანა კაპანაძე სამედიცინო დეპარტამენტში წამყვან თანამდებობაზე დანიშნა და ამერიკაში დაჭრილთა მისახედად სინამდვილეში კი ფულის საშოვნელად გაგზავნა. მორალიც შეუფასებელი აღმოაჩნდა როცა დაინვალიდებულ ბიჭებს გამოუცხადა ,,ისედაც ბევრი უღირხართ ქვეყანას მე წავედი რეჰანას კონცერტს უნდა დავესწროო"


რაუნდა თქვა ხიდაშელუს კანონმორჩილებაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ჯანღონით სავსე ახალგაზრდა მოკლა და წინასწარ დაკავების საკანში ერთი საათიც არ გაუტარებია.


მარიხუანაზე გამახსენდა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ,,გირჩი" კანონს და სამართალს ჯერ ანაშა ქოთანში ჩაურგო მერე ტარიანი ცხვირწინ აუფეთქა საპასუხოდ კი ვერავინ თითი ვერ გაანძრია.


სამაგიეროდ დაჩეხილ -დაინვალიდებული ემოციურად ტეამვირებური ჯარისკაცი ულუკმაპუროდ დატოვა იმ მორალუს და ამბიციების პოლიტიკოსმა რომელმაც ერს დედაქალაქის მერად გაურკვეველი სქესის ლესბოსური ორიენტაციის კანდიდატი წარუდგინა.


ჯარში სინკარების ქურდობა, მეცხვარეობა, პრემიაჭამიობა და ცხრათაობის მრუშობა გმირობა გახდა და ომში მიღებული ტრამვა საბედისწერო დანაშაული.


რთულია ისაუბრო ხიდაშელი-უსუფაშვილის ოჯახურ პატრიოტიზმზე ისინი ხომ შვილებს ქვეყნის სიყვარულით არ ზრდიან, ასე რომ სხვისმიერ ქვეყნისთვის გაღებული სისხლიც მათთვის მხოლოდ მიწაზე დაქცეული ჰომოგენური მასალაა რომელზეც პირად კომფორტს გრძნობენ.


მე მოუწოდებ ვეტერანთა დეპარტამენტის უფროსს ბატონ ვლადიმერ იმნაძეს ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარეს ბატონ ირაკლი სესიაშვილს ყველაფერი გააკეთონ ამ დაინვალიდებული და დაჭრილი ბიჭების თანასწორ პირობებში დასაბრუნებლად დაუბრუნონ მათ ხიდაშელის მიერ წართმეული ლუკმა-პური. მანამ არ გავჩერდები სანამ ამას არ მივაღწევ რადგან იზორიას და ჩაჩიბაიას არმიის აღმშენებლობისთვის როგორც ჩანს დრო არააქვთ.


P.S. ბუნებრივად გამახსენდა იმდროინდელი აშშ საპრეზიდენტო კანდიდატის ბუშის მიმართ ჟურნალისტის დასმული კითხვა ,,ანაშა მოგიწევიათ?"

და იქვე მომავალი პრეზიდენტის ალალი პასუხიც ,, ვისაც არ მოუწევია პირველი ქვა მან მესროლოს."



კომენტარები:

ფართი შოპი