საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

22 Jul 2020 13:43

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1073 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 907-ს შეადგენს.


ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.


კარანტინის რეჟიმში 5 692 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275.





კომენტარები:

ფართი შოპი