მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ათი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დადასტურდა

22 Jul 2020 13:49

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან, შვიდი შემოტანილია, კიდევ ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება, ათი შემთხვევა გარდაბნის რაიონში ჩატარებული გაფართოებული კვლევისას გამოვლინდა, ხოლო ორის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.


ეზუგბაიას თქმით, შემოტანილი შვიდი შემთხვევიდან ხუთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.


„24 ახალი შემთხვევიდან შვიდი არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ხუთი შემთხვევა დაავადებულებთან კონტაქტებია, ათი შემთხვევა გარდაბნის რაიონის კვლევისას დადასტურდა. ორის წყარო ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მიმდინარეობს კვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი