რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ფონიჭალიდან იუწყება, ამის შესახებ სამართალდამცველებმა ოჯახის წევრებს ცოტა ხნის წინ აცნობეს.
მაშველებმა გოგონა თეთრიწყაროს ტყეში ნახეს.
თამარ ბაჩალიაშვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, ის სახლიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
თამარ ბაჩალიაშვილი პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა.