მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო

22 Jul 2020 14:21

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო, ვინაიდან „კოვიდ-19“-ის ახალი წყარო გაჩნდა.


ეზუგბაიას თქმით, გამოკვეთილია გარდაბნის რაიონის ე.წ. კლასტერი. თუმცა, ეზუგბაიას თქმით, მოსახლეობა რეგულაციებს თუ დაემორჩილება, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუარესდება.


„ჩვენი პიკური პერიოდები ყოველთვის დაკავშირებული იყო რაღაც ერთ დიდ კლასტერთან, ახლაც ასეთი ვითარებაა. მინდა, რომ არ გასცილდეს ამ სიტუაციას. ანუ, ჩვენ ახლა გარდაბნის რაიონის ე.წ. კლასტერი გვყავს. საკმაოდ დიდი, ოთხი სოფელია, მათში მცხოვრებთა რაოდენობა 7000-ზე მეტია.

აქედან გამომდინარე, შემთხვევების მატება ალბათ მოსალოდნელი იყო, რაგდან გაჩნდა ახალი წყარო „კოვიდ-19“-თან მიმართებაში. მუნიციპალიტეტის კვლევა გაგრძელდება და თუ ჩვენ გავაგრძელებთ რეგულაციების შესრულებას, არა მგონია, გასცილდეს ამ ახალ კლასტერს.

ახალი კლასტერის პერიოდში ვიდრე მოხდება მთელი მოსახლეობის გამოკვლევა და დადგენა, რამდენია ინფიცირებული და მათი იზოლირება, საკარანტინო სივრცეებში კვლევის გაგრძელება, არამგონია, რომ მჩვენი არსებული სიტუაცია ძალიან გაფუქდეს.  არ უნდა გაფუჭდეს, თუ სწორად დავიცავთ რეგულაციებს. ეს არ უნდა იყოს ფიქტიური, ქაღალდზე. ყველა რეგულაცია უდნა შესრულდეს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი