ეკატერინე ტიკარაძე: მდგომარეობა არის საყურადღებო, თუმცა არა საგანგაშო

22 Jul 2020 14:23

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს გამოვლენილი 24 ახალი შემთხვევიდან მხოლოდ ორთან მიმართებაში არის დასადგენი კონტაქტები.


„რა თქმა უნდა, სიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ ეს პროცესი კონტროლდება ჩვენი მხრიდან. 24 ახალი შემთხვევიდან ათი არის იმ ათ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები, რომელთაც ამ დღეებში დაუდასტურდათ ვირუსი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შვიდი არის იმპორტირებული. ამ 24-ში არის ხუთი მძღოლი და მხოლოდ ორი კონტაქტია, რომელიც საჭიროებს დამატებით კვლევას, თუ ვინ არიან ინფიცირებულთა კონტაქტები და უკვე მიმდინარეობს კვლევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.


ამასთან, როგორც მინისტრი აცხადებს იწყება ბაზრობებზე დასაქმებულთა შერჩევითი ტესტირება. დღეს საღამოს დაგეგმილ შეხვედრაზე გადაწყდება, რა ზომები მიიღება ბაზრობებსა და იმ რეგიონებთან დაკავშირებით, სადაც ეპიდსიტუაცია საყურადღებოა.


„ბაზრობებთან მიმართებაში ჩვენ უკვე ვიწყებთ შერჩევით ტესტირებას ბაზრობებზე დასაქმებული პერსონალის. ასევე საღამოს გაიმართება შეხვედრა, რომელზეც ვიმსჯელებთ, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ ბაზრობებთან მიმართებაში და ასევე იმ რეგიონთან დაკავშირებით, სადაც ეპიდსიტუაცია დღესდღეობით საყურადღებოა. მდგომარეობა არის საყურადღებო, თუმცა არა საგანგაშო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი