ამირან გამყრელიძე: არ გამოვრიცავ რადიკალური ღონისძიებების გატარებას

22 Jul 2020 15:30

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან, გამრელიძის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, გაჩიანის დასახლებაში შემავალ სამ სოფელში გაფართოებული ტესტირება დადგეგმილი ტემპით ვერ მიმდინარეობს, რადგან მოსახლეობამ შემხვედრი ნაბიჯები არ გადადგა.


გამყრელიძის თქმით, შესაძლოა, სამი სოფლის –  ყარაჯალარის, აღთაკლიასა და ყარათაკლიას ჩაკეტვა გახდეს საჭირო.


„სამწუხაროდ, მოსახლოებაში კვლევებზე ცუდი დამყოლობაა. გაფართოებული კვლევები დავიწყეთ. გვინდოდა, 7000 მოსახლე ამ კვირაში  სრულად გამოგვეკვლია. შემხვედრი ნაბიჯები არ იდგემა და 350 ნიმუშზე მეტი ვერ აიღეს. არ გამოვრიცავ ამ რადიკალური ღონისძიებების გატარებას. თუ დამყოლობა არ იქნა სოფლის მოსახლეობის მხრიდან, არ მოგვეცა საშუალება, რომ გამოვიკვლიოთ, ფართომასშტაბიანი კვლევა ვაწარმოოთ ამ დასახლებაში, მაშინ ერთადერთი ნაბიჯი არის ამ სამი სოფლის იზოლირება, ჩაკეტვა. ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ მანამდე მოახლეობას ვთხოვთ, რომ იყოს მეტი დამყოლობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი