სოფო კილაძე: რაც შეიძლება ბევრს ვიმუშავებთ, რომ ბავშვების ახალგაზრდული ენერგია მივმართოთ ჯანსაღ ცხოვრებაზე

22 Jul 2020 15:37

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის თაობაზე ბრალდებების მოსმენა იმ პოლიტიკური ძალისგან გვიწევს, რომელმაც სახელმწიფო კრიმინალად აქცია.


„ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. ვხედავთ, რომ აგრესია განსაკუთრებით ბავშვებს შორის არის. ამ კუთხით სამუშაო გვაქვს. დიდი ნაბიჯებია გადასადგმელი პრევენციის მიმართულებით. ამას სჭირდება ღრმა ანალიზი. ბავშვები აგრესიას ხედავენ მედიაში, პოლიტიკურ ველზე, ყველა მიმართულებით, საითაც გაიხედავენ. ამის შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბავშვებში არის აგრესია. სექტემბრიდან ძალაში შედის „ბავშვის უფლებათა კოდექსი” და აქცენტი პრევენციაზე გაკეთდება. რაც შეიძლება ბევრს ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ბავშვების ახალგაზრდული ენერგია მივმართოთ ჯანსაღ ცხოვრებაზე და სიძულვილის ენა ავიცილოთ საზოგადოებაში, რაც მათში აგრესიას აღრმავებს”, – განაცხადა სოფო კილაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი