გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს

22 Jul 2020 16:09

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა და ოჯახის წევრები თეთრიწყაროს ტყეში, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ.


ოჯახის ახლობლების განცხადებით, თეთრიწყაროს რაიონში გარდაცვლილს არც ნათესავები და არც მეგობრები არ ჰყავს. ამიტომ, მათთვის გაუგებარია, რატომ მივიდა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი აღნიშნულ ტერიტორიაზე.


ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.


რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.



კომენტარები:

ფართი შოპი