გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ

22 Jul 2020 16:22

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სამწუხაროდ, სვავებად ქცეული პოლიტიკური ძალები თამარ ბაჩალიაშვილის თემის პოლიტიკურ ასპექტში გამოყენებას შეეცდებიან.


ვოლსკის თქმით, როცა ქვეყანაში მსგავსი რამ ხდება, ოჯახურ ტრაგედიას სცილდება და საქვეყნო ტრაგედიაში გადადის.


„დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება არ დააკლებს მცდელობას და პროფესიონალიზმს, მაგრამ, სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ სვავებად ქცეული პოლიტიკური ძალები ამ თემის პოლიტიკურად გამოყენებასაც შეეცდებიან. სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, მაგრამ ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, არ ვიცი, ეს არის უნამუსო ტყუილი და სამწუხაროა, რომ ამ თემესაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.




კომენტარები:

ფართი შოპი