აშშ-ში ბოლო ორი კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო ერთი დღის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 195 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირების 62 752 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში დაფიქსირებულია ინფიცირების 3 902 058 შემთხვევა. აშშ ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.