"საქართველოს სულთანს, გიორგი კვირიკაშვილს დავპატიჟებდი და ვესაუბრებოდი შესახებ "სახელმწიფო ენის კანონისა", რომელსაც მესამე წელია "ამწნილებს!!!"

26 Sep 2017 17:46

ლევან ღვინჯილია, ენათმეცნიერი:


_საქართველოში არის სამი "აჭარა": გარდა საყოველთაოდ ცნობილი ავტონომიური რესპუბლიკისა, ეს სახელი კიდევ ორ სოფელს ჰქვია ცაგერისა და ზესტაფონის რაიონებში. ეს ორი სოფელი რუსულად იწერება როგორც "აჩარა" (ჭ:ჩ); ხოლო რესპუბლიკის სახელწოდებაში "ჭ" რუსებმა გადაიტანეს როგორც - "ჯ" და, შესაბამისად, დაწერეს "ადჟარია" (თუმცა ესეც მცდარია: წესით "ადჟარა" უნდა დაეწერათ, მაგრამ ეს სხვა საკითხია და აქ ამაზე არ შევჩერდები) ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ რუსულმა ენამ რატომღაც "აჭარის" გადმოსაცემად ირჩია თურქული ვერსია : "აჯარა" (მოგეხსენებათ, თურქულში "ჭ" არ არის და ამიტომ სხვა ენათა ეს ბგერა თურქულს "ჯ"- თი გადააქვს); ახლა იმედია, გასაგებია, თუ რატომ არის თურქების რესტორანში სიტყვა "საჭმელი" ქართულად გადმოცემული, როგორც ამ პროცესისი (ჭამის) საბოლოო "პროდუქტი"... 


ჩემი ნება რომ იყოს, დიდი სიამოვნებით დავპატიჟებდი ამ რესტორანში საქართველოს სულთანს - ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და ვესაუბრებოდი შესახებ "სახელმწიფო ენის კანონისა", რომელსაც მესამე წელია "ამწნილებს!!! (ვიცი, ახლა მავანი მომწერს, ბატონო ლევან, ეს, თურქული კი არა, აზერბაიჯანულიაო, ვითომ რამე განსხვავება იყოს საკითხის არსთან დაკავშირებით).....



კომენტარები:

ფართი შოპი