გიორგი ვოლსკი: ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას არც ერთი ხინჯი არ გააჩნია

22 Jul 2020 17:30

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უპირველესი და მთავარი ქვეყნის ინტერესებია.


„არ უნდა გიხაროდეს, რომ ვიღაცამ დააყენოს საკითხი, საქართველოს დახმარება მოეხსნას. ეს არ უნდა გიხაროდეს და, მით უმეტეს, არ უნდა იღწვოდე იმისთვის, რომ ზოგიერთ კონგრესმენს ასეთი სურვილი გაუჩნდეს. ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა განცხადებამ, რომელიც ადამ კინზინგერმა გააკეთა. ჩვენს ურთიერთობას არც ერთი ხინჯი არ გააჩნია, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა დამყარებულია არა მხოლოდ საერთო ფასეულობაზე, არამედ პრაგმატულ ინტერესებზე და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



კომენტარები:

ფართი შოპი