ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს გამოეხმაურა.
„დღე არ გავა, რომ რაღაც საშინელება არ გავიგოთ. ყოველდღე ხდება მკვლელობები, ძალადობა. ეს არის იმ ატმოსფეროს შედეგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. „ქართულმა ოცნებამ“ კრიმინალი საარჩევნოდ და პოლიტიკური მიზნებისთვის არაერთხელ გამოიყენა რვა წლის განმავლობაში. ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი იქმნება. თავს გამოყოფს დამნაშავეთა სამყარო, რომლის მოთოკვა უკვე შეუძლებელია მსგავსი ხელისუფლების მიერ. დამნაშავე არის ხელისუფლება. სტატისტიკა ვნახოთ, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ფაქტობროვად, ყველაფერი გაუარესებულია. ერთადერთი გამოსავალია ხელისუფლების შეცვლა, კრიმინალის მოთოკვა და საკუთარი ადგილის მიჩენა, საკუთარი ადგილი არის ციხე.
ის ზომავს, არა სამართლიანობისა და კანონიერების კუთხით ამა თუ იმ დანაშაულის, არამედ იმით, თუ რამდენად წაადგება მას პოლიტიკურად, ან რამდენად შეეხება მისი პოლიტიკური გუნდის ამა თუ იმ ნაწილს. მთავარია პოლიტიკა, ინტერესები და არა, სამართლიანი გამოძიება და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. როდესაც ყველა გახმაურებულ საქმეში ხელისუფლება მონაწილეობს და ამ საქმეებს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ წარმართავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ ნდობა დაკარგა და ნდობა დაკარგა გამოძიებამ. მათ არავინ ენდობა. ახლა, რომ აგური ჩამოვარდეს და მიკროფონს დაეცეს, ამაზეც ვიტყვით, რომ ზემოთ პარლამენტის წევრი იჯდა და ქვებს ის აგდებდა, იმდენად ურევია ყველაფერში ხელისუფლების ხელი. კრიმინალი გააღვიძეს, ამას გაცოცხლებას ხელისუფლებამ შეუწყო ხელი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის წინ გაუჩინარდა, დღეს კი, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.