დავით ზალკალიანი: კინზინგერმა სპეკულაციებს წერტილი დაუსვა

22 Jul 2020 18:22

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კონგრესმენმა კინზინგერმა კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს.


„ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად გევსმოდა სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს იქ საუბარი იყო რამე სანქციაზე. მგონი, კონგრესმენმა კინზინგერმა კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა ამ სპეკულაციებს. იქ არანაირ სანქციებზე არ არის საუბარი. ვფიქრობ, შიდა პოლიტიკურ პროცესებში ამერიკის შემოყვანის მცდელობასთან გვქონდა საქმე, იმისთვის რომ გარე ფაქტორის გაჩება მოხდეს წინასაარჩევნო პერიოდში. ვფიქრობ, დღევანდელი თავდაცვის ავტორიზაციის აქტი და მიღებული დეფინიციები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.


ადამ კინზინგერმა 21 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებით კონგრესში სანქციებზე საუბარი არ ყოფილა.


„საქართველოსთან მიმართებით, სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებით საუბრები არასდროს გამართულა, თუ არ ჩავთვლით იმ რამდენიმე ბლოგს, რომელიც ამ თემაზე წავიკითხე“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.



კომენტარები:

ფართი შოპი