ამირან გამყრელიძე: ბაზრობებზე მეთვალყურეობა სერიოზულად მკაცრდება

22 Jul 2020 18:37

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სერიოზულად მკაცრდება მეთვალყურეობა ბაზრობებზე, რომ შესაბამისი პირობები ყველგან დაცული იყოს. მისივე თქმით, დაწესდება სერიოზული მეთვალყურეობა და დარღვევებზე ჯარიმებიც იქნება გათვალისწინებული.


„შესვლისას თერმოსკრინინგი; ყველა პირებადეებით; ყველა მაღაზიაში, თუ დახლთან პირბადეებით მუშაობა; სოციალური დისტანცირება; ერთმანეთთან ახლოს არყოფნა და ხელების ხშირი დამუშავება სანიტაიზერებით – ეს აუცილებელია და ამაზე იქნება ძალიან სერიოზული მეთვალყურეობა, შესაბამისი ჯარიმებიც, შესაბამისი აღსრულებითი ღონისძიებები და ასე შემდეგ. ამის გარეშე, შედარებით მკაცრი ღონისძიებების გატარების გარეშე, არის რისკი, რომ ინფექცია კიდევ უფრო გავრცელდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი