,,ოქრუაშვილმა გასცა დავალება, გადაერჩინათ პოლიციის იმიჯი და მანქანაში მსხდარ პირებს იარაღი ჩაუდეს"

22 Jul 2020 18:58

ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე, ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.


„2004 წლის ნოემბერში, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, ოქრუაშვილმა გასცა დავალება, გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და ამ ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. შედეგად, ეს ასეც მოხდა. ავტომობილში მსხდარ პირებს იარაღი და საბრძოლო მასალა ჩაუდეს, ასევე, გაყალბდა მტკიცებულებები და პირები უკანონოდ იქნენ მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გარდაცვლილი ბუტა რობაქიძე კი, გამოაცხადეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად. ამ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს იკითხება მოწმე და გაგრძელდება მოწმეების დაკითხვა შემდგომშიც. არათუ ამ სისხლის სამართლის საქმეზე, არამედ ნებისმიერ საქმეზე მთავარია, გამოძიების ვადაში მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, – განაცხადა სადრაძემ.


ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულების, ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. 


ირაკლი ოქრუაშვილი პროცესს არ ესწრება. 



კომენტარები:

ფართი შოპი