სამართალდამცველებმა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში იპოვეს წერილი, რომელიც მან თავის ოჯახს დაუტოვა. ინფორმაციას ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
„ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ - წერს გოგო მშობლებისათვის დატოვებულ წერილში.
ამ დროისათვის ექსპერტ-კრიმინალისტები გარდაცვლილის ავტომობილში მუშაობას განაგრძობენ, ცხედარი ბაჩალიაშვილის კუთვნილი მანქანიდან რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ოჯახიც, რომელიც მომხდარის ვერსიად მკვლელობას განიხილავს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის, მარიამ ჯიშკარიანის ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს. ადვოკატის თქმით კი, პირველადი ინფორმაციით, გოგონა რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შეკითხვაზე - აქვს თუ არა ცხედარს რაიმე სახის დაზიანება, ოჯახის ინტერესების დამცველს ამ ეტაპზე პასუხის გაცემა უჭირს.