მიხეილ რამიშვილი: თამარ ბაჩალიაშვილს ​პირველადი დათვალიერებით დაზიანებები არ აქვს

22 Jul 2020 19:50

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნება.


„ძნელია იმის აღწერა, რაც მე ვნახე. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ადგილის დეტალური შესწავლა. დეტალურად, ჩემი თანდასწრებით ხდება იმ ნივთების, კვალის ამოღება-დალუქვა, იმ წამლებისაც, რომელიც მის ჩანთაში იქნა ნაპოვნი. ვერსიები მეც გამაჩნია. ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. რა პრეპარატებია ზუსტად ექსპერტები იტყვიან, მაგრამ ფსიქოტროპული ნამდვილად არ არის. ადგილმდებარეობა და სახლიდან ასეთი დაშორება, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. დაზიანებები ვერ დავინახეთ. ვერ დავინახავთ იმიტომ, რომ დროს აქვს მნიშვნელობა, როდის არის გარდაცვლილი, რამდენი ხანი იმყოფებოდა გარდაცვლილ მდგომრეობაში და ა.შ.“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 



კომენტარები:

ფართი შოპი