გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, მისი შვილი თეთრიწყაროში თავისით არ მივიდოდა.
„არ იძახდა სახლში, იმის უბედურებაც ეგ იყო. შეიძლება, რაღაც დავხმარებოდი, შეიძლება, რაღაც პრობლემა ჰქონდა და ზუსტად მაგ საქმემ ჩაითრია. ჩანს, რომ ეს საეჭვო რაღაცები სამსახურიდან მოდის. წინა დღეებში ბავშვი უხასიათოდ იყო, აქ თავისით ბავშვი არ მოვიდოდა, გამორიცხულია“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.