თეა გვასალია: ხალხი სამადაა გაყოფილი: მიშისტებად, ბიძინისტებად და „ოღონდ ის გიჟები არ მობრუნდნენ“-ისტებად

22 Jul 2020 20:39

„კართან მოდგა შემოდგომა“ და ისევ პარლამენტი გვყავს ასარჩევი", - ამის შესახებ ტელეწამყანი თეა გვასალია ,,facebook"-გვერდზე წერს.


,,არჩევანი კვლავ მწირია: „იმ 9 წელიწადის“ შემოქმედები და „იმ 9 წელიწადის“ მაგინებლები. 

ხალხი სამადაა გაყოფილი: მიშისტებად, ბიძინისტებად და „ოღონდ ის გიჟები არ მობრუნდნენ“-ისტებად. 

ასეთები ბლომად არიან და იძულებით აძლევენ ხმას ოცნებას. 

აი, ახლა დაგვხატავდა ახალი პარტია, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ, არაპოპულარულ რეფორმებს გაატარებდა და 4 წლის შემდეგ თუ გადაირჩევდნენ, კბილებით და ფრჩხილებით არ ჩაებღაუჭებოდა ძალაუფლებას, ამასთან:

1. არ მოერიდებოდა ბიზნესის განაწყენებას და უკიდურესად გაამკაცრებდა სანქციებს სურსათის უვნებლობის სფეროში, ანუ როცა ცნობილ კომპანიას სოსისის ეტიკეტზე „საქონლის ხორცი“ უწერია და მეტი დამაჯერებლობისთვის ძროხაც უხატია, სინამდვილეში კი თურქეთიდან შემოტანილი, საეჭვო ხარისხის ქათმის ფარშით ტენის იმ სოსისებს, ჯარიმას კი არ დაუწესებდა, არამედ დახურავდა და საერთოდ აუკრძალავდა ოპერირებას. (ეს პირობითად, თორემ მაგ სფეროში უამრავი სამუშაოა)

2. აკრძალავდა ქვეყანაში ჯანმრთელობისთვის მავნე საწვავისა და საშენი მასალების შემოტანას.

3. სიმთვრალეში საჭესთან მჯდომს სამუდამოდ ჩამოართმევდა მართვის მოწმობას.

4. შეამოწმებდა ქვეყანაში შემოტანილი მედიკამენტების ხარისხს და გადახედავდა მათ ფასებს. 

5. ნულოვან ტოლერანტობას გამოუცხადებდა ნარკოტიკების გამსაღებლებს, პედოფილებსა და მკვლელებს და არა ბიზნესმენებს, რომელთა ქონების ხელში ჩასაგდებად არ „შეკერავდა“ საქმეებს და არ დაემუქრებოდა მათ შვილების გაუპატიურებით. 

6. პატიოსნად აღიარებდა, რომ რუსეთთან ომით და საზღვარზე „ტრუსიკის“ ჩახდით დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ და მთელ აქცენტს დიპლომატიურ შეტევებზე გადაიტანდა, დარაზმავდა საკუთარი და მეგობარი ქვეყნების დიპლომატებსა და ლობისტებს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ეცდებოდა რუსეთთან დიპლომატიური ომის მოგებას. 

7. დააწევინებდა ეროვნულ ბანკს რეფინანსირების პროცენტს და გააიაფებდა სესხებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

8. აქცევდა საქართველოს ესაფრთხო, უცხოური კაპიტალის დაბანდებისთვის მიმზიდველ ქვეყანად.

9. და რაც მთავარია, პარტიას პროფესიონალებით დააკომპლექტებდა, თორემ თეორიაში ყველანი მაგრები ვართ, აი, მეც კი რა კარგად ჩამოვაწიკწიკე წინასაარჩევნო პროგრამა", - წერს გვასალია სოციალურ ქსელში.



კომენტარები:

ფართი შოპი