ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

22 Jul 2020 21:39

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.


„ცენტრში მოთავსებული 28 პაციენტიდან ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ერთი მძიმე პაციენტი გუშინ დაგვემატა. მათი მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება და შემოსვლის მომენტიდან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.


საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 073 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.



კომენტარები:

ფართი შოპი