გზის რამდენიმე მონაკვეთის ჩამოშლის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზა ორივე მიმართულებით დაიკეტა

22 Jul 2020 22:50

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გზის რამდენიმე მონაკვეთის ჩამოშლის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზა ორივე მიმართულებით დაიკეტა.


,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო, თუშეთთან დამაკავშირებელი, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 36-40 კმ-ზე, რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა გზა.


ამჟამად, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საავტომობილო გზა დაკეტილია ორივე მიმართულებით", - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში.




კომენტარები:

ფართი შოპი