კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად განახორციელებს

23 Jul 2020 12:34

კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას ახალისასწავლო წლიდან ბიზნესისადა ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად იწყებს. თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტებში BTU-საკადემიური პერსონალი დასტუდენტები ჩაერთვებიან. თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, ერთობლივი სესიები და კონფერენციები ჩატარდება. შემუშავდება ასევე, რეკომენდაციები მედიაწიგნიერების სხვადასხვა მიმართულებით, მათშორის, სილაბუსების განვითარებისა და დახვეწისათვის.

 

კრიტილური დალოგიკური აზროვნების, ასევეანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარჩვევების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისია სემინარებსა დატრენინგებს BTU-საკადემიურ პერსონალთან ერთადჩაატარებს. საგანმანათლებლო სესიები სტუდენტებს ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევაში დაეხმარება. სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, ხოლო შემდგომ ეტაპზე, სასწავლო კომპონენტის განხორციელება სწორედ მათი თანამონაწილეობით სკოლებში მოხდება.

 

კომუნიკაციების კომისიის დახმარებით, სტუდენტები ასევე მედიაწიგნიერების პროექტის „მედიის ეკონომიკა“ ფარგლებში, მედიის ეკონომიკის საერთაშორისო გამოცდილების ახალმიდგომებს დაეუფლებიან. ამმიმართულებით თანამშრომლობა, როგორც საგანმანათლებლო კომპონენტს, ისე სტარტაპების მიმართულებით ერთობლივ მუშაობას გულისხმობს.

 

კომუნიკაციების კომისიასა და ბიზნესისა დატექნოლოგიების უნივერსიტეტს შორისმედიაწიგნიერების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას დღეს კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ და BTU-ს რექტორმა ნინო ენუქიძემ მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში, BTU-ს პროფესორებსა და აკადემიურ პერსონალს ექნებათ წვდომა მედიაწიგნიერების ვებ-პლატფორმაზე, სადაც ისინი საერთაშორისო მასშტაბით მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა დაახალ სასწავლო რესურსებს გაეცნობიან. ამასთან, მათ ექნებათ შესაძლებლობა ვებ-პლატფორმაზე საკუთარი სასწავლო მასალები განათავსონ.

 

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას  განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი სასწავლო წლიდან, სტუდენტებისთვის იწყებს. ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კომუნიკაციების კომისიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის უკვე გაფორმდა. შემდგომ ეტაპზე, კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის ზრუნვას სხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობითაც განაგრძობს.



კომენტარები:

ფართი შოპი