მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15 მილიონ 200 000-ს აჭარბებს

23 Jul 2020 12:44

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15 მილიონ 200 ათასს აჭარბებს. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 622 ათასზე მეტი ადამიანი, 9 მილიონ 200 ათასზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.


კოვიდინფიცირების მაჩვენებლით კვლავ პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ,,კოვიდ19"-ის 41-ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. მეორე ადგილზეა ბრაზილია, მესამეზე კი ინდოეთი. 

რთული ეპიდვითარებაა მეზობელ ქვეყნებში. ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 165, სომხეთში-16, აზერბაიჯანში კი 9 ადამიანი დაიღუპა.



კომენტარები:

ფართი შოპი