ლევან კიკვიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი:
-აფხაზეთსა და სოხუმში არასდროს ვყოფილვარ, თუმცა, მისი ყველა ქუჩა ვიცი, ყოველ ღამეს სიზმრად იქ ვარ, დავსეირნობ ზღვის ნაპირზე, მეგებება ყოველ ღამე გადამწვარი სახლები მეპატრონის მოლოდინში, ფიქრობენ ალბათ - გვეშველა დაბრუნდნენ, მაგრამ სოხუმის დანგრეულ ქუჩებში ხალხი აღარ ჩანს... აფხაზებიც მორიდებით გვერდს მივლიან ბოდიშსა და მოკრძალებულ სალამს მითვლიან საკუთარ ქვეყანაშივე დევნილად ქცეულ ქართველებთან... ერთ დროს მეზობლებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან, გადიებთან, ნათლიებთან თუ ნათლულებთან...
იქ ცაც სხვაგვარია, სხვა ფერია... აქ ისევ ყვავიან მაგნოლიები, რომელთაც დარდი დაჰყოლიათ ჩვენზე ფიქრში.... ისევ ასდის ოხშივარი ქვიშაზე მოხარშულ ყავას, თუმცა, დამლევი არსად ჩანს... ქალაქი ცარიელია, ხალხის მოლოდინშია... კარებგამოკეტილი სახლები...
წინაპართ საფლავებსაც ხავსი მოსდებიათ, ნასაფლარებს დამგვანებიან, ნატრობენ მიმსვლელს, აღდგომას სისხლის ფრად შეღებილ კვერცხის გამგორებელსა და ჭიქის წამქცევს... გველოდებიან იმედითა და რწმენით... თუმცა, ეს მოლოდინი, აგერ, წლებია გრძელდება... უსასრულოა მონატრება და სიყვარული იმ კუთხის მიმართ, სადაც არასდროს არ ვყოფილვარ ცხადად და სიზმრად დავიარები ხშირად, თითქმის ყოვედღე... იმედით ვიღვიძებ, იმ იმედით, რომ ეს გაუსაძლისი მონატრება და სასჯელი, რომელიც გვადევს ქართველთ მომხდურისაგან დასრულდება და კვლავ ამოვა მზე... არ მინდა, სიზმარში სტუმრის სტატუსით მარტო დავიარებოდე ეულად მიტოვებულ მხარეში... მინდა ხმაური შეწყდეს, შეწყდეს ტყვიების წვიმა და სისხლის ტბები... ეს ქალაქი და მხარე ჩემთვის არ არის ტანკების ხმაური, არ არის ხელყუმბარების აფეთქება, სისხლის ტბები, არ არის კაცისკვლასთან ასოცირებული, არამედ სიწმინდესთან, სურნელთან, მაგნოლიასთან, სილამაზესთან... ასეა, ასე... და მაინც იმედით და უმედოთ დარჩენილ ადამიანებს შეგახსენებთ:
_"დიდო მეფეო, გჯერათ ტფილისის დაბრუნების?! ის 400 წელია არაბების ხელშია. ის ვერ დაიბრუნა ვერც მამათქვენმა გიორგი I-მა, ვერც პაპათქვენმა ბაგრატ IV-მ და ვერც თქვენმა დიდმა პაპამ გიორგი I-მა..... ხომ გაგიგიათ ჩვენი წინაპრების ანდაზა „ჯიქი რომ მოგერევა - ბაბა დაუძახეო“?! ჰოდა, დღეს ჯიქი - არაბია. მათ ვერ ვაჯობებთ. დაივიწყეთ ტფილისი დიდო მეფეო..." შეგახსნებთ ტფილის დღეს ჩვენი საყვრელი დედაქალაქია ...ის ვერვინ წაგვართა ისევ ჩვენია..იმედით და რწმენით წინ მომავლისაკენ...
დღეს სოხუმის დაცემის დღეა...