აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით1200 ადამიანი გარდაიცვალა

23 Jul 2020 14:48

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 71 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1200 ადამიანი კი გარდაიცვალა.


უკვე მეორე დღეა, ამერიკაში ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 1000-ზე მაღალია.


საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 3 970 906 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 143 190 პირი.


კომენტარები:

ფართი შოპი