მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია

23 Jul 2020 15:02

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი გარდაბნის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, ორი შემთხვევა შემოტანილია, ხოლო კიდევ სამის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.


„გუშინ ქვეყანაში იყო 1073 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დაგვემატა 12 ახალი შემთხვევა და ამჟამად 1085 შემთხვევაა ქვეყანაში. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მხოლოდ ოთხით გაიზარდა და ამ დროისთვის არის 911. 12 ახალი შემთხვევიდან ხუთი პაციენტი არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ორი არის ახალი დადასტურებული შემთხვევა, გაჩიანის, ანუ გარდაბნის წყაროდან, ორი გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა, სამის წყაროსა და კონტაქტების მოძიება კი ამ დრომდე გრძელდება“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი