კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი გამოყენება 2021 წლამდე მოსალოდნელი არ არის

23 Jul 2020 15:11

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მეცნიერებმა კარგ შედეგებს მიაღწიეს კორონავირუსის ვაქცინის შემუშავების კუთხით, თუმცა ვაქცინის პირველი გამოყენება 2021 წლამდე მოსალოდნელი არ არის.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის მაიკ რაიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია არ მოხდეს უსაფრთხოების უგულებელყოფა, თუნდაც ამან ვაქცინის შემუშავება შეანელოს.


„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ გამაფრთხილებელი ზომები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, სანამ მას მოსახლეობას მივაწვდით. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ეს დრო, მაგრამ რეალურად, ვაქცინაცია მომავალი წლის პირველ ნახევარში დაიწყება“, - განაცხადა მაიკლ რაიანმა.



კომენტარები:

ფართი შოპი