გიორგი გახარია: სამძიმარს ვუცხადებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს

23 Jul 2020 15:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.


„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო იმ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის უაღრესად მძიმე შემთხვევა. პირველ რიგში, მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, თუმცა ეს ტრაგედია ცდება ოჯახს, ეს ხდება ქვეყნის ტრაგედია და შესაბამისად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გავუფრთხილდეთ ოჯახს და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.



კომენტარები:

ფართი შოპი