ნათია თურნავა: „ფრონტერასთან“ დაკავშირებით ქართული მხარის სიმართლე საერთაშორიო აბიტრაჟმა დაადასტურა

23 Jul 2020 15:50

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად საქართველოს მთავრობა „ფრონტერასთან“ კონტრაქტს აღარ მოშლის. 

მინისტრის განცხადებით, „ფრონტერასთან“ დაკავშირებით ქართული მხარის სიმართლე საერთაშორიო აბიტრაჟმა დაადასტურა.


„საერთაშორიო აბიტრაჟმა მხარი დაუჭირა ქართული მხარის ყველა მოთხოვნას, რის შედეგადაც კომპანიას დაეკისრა სასამართლოსთან დაკავშირებული საფასურის ანაზღაურება, ეს არის 6 მლნ დოლარი და მხოლოდ ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ „ფრონტერამ“ ეს დავა წააგო, რადგან წაგებულ მხარეს ეკისრება ხოლმე სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება.

დაეკისრა ძებნა-ძიების არეალის 99%-მდე დაბრუნება სახელმწიფოსთვის და „ფრონტერამ“ წერილობით გვაცნობა, რომ ამას გააკეთებს. ჩვენ შეგვექმნა სრული საფუძველი იმისა, რომ მთლიანად მოგვეშალა კონტრაქტი „ფრონტერასთან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


დღეს განცხადება გაავრცელა ეკონომიკის სამინისტრომ, რომლის მიხედვითაც მთავრობის გადაწყვეტილება კომპანია „ფრონტერას“ საშუალებას აძლევს, აღარ დახარჯოს ძალისხმევა ლობისტების მობილიზებასა და მათთან ურთიერთობაზე, რის ნაცვლადაც, სასურველია, კონცენტრირდეს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც დასაქმებულ პირთა მიმართ დაუგროვდა, გაისტუმროს სახელფასო დავალიანებები, მოაწესრიგოს ურთიერთობა სხვა მრავალ კრედიტორთან და განაგრძოს საქმიანობა საძიებო სამუშაოების განხორციელების კუთხით.



კომენტარები:

ფართი შოპი