ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში თემურ აბაზოვის ჩასმის საკითხი არ განხილულა.
„დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი არ განხილულა და არც განიხილება. ეს საკითხი დღის წესრიგში არავის დაუყენებია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა 22 ივლისს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში იქნება.