სოფო კილაძის განცხადებით, თემურ აბაზოვის საარჩევნო სიაში შესაძლო ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ აქვს

23 Jul 2020 16:28

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, თემურ აბაზოვი იქნება თუ არა მმართველი გუნდის პროპორციულ საარჩევნო სიაში.


„არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა მიუღებელია, თუმცა რამდენადაც ვიცი, სასამართლო დასრულდა. ყველა ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, პასუხისგებაში ერთხელ უნდა მიეცეს. ორჯერ, სამჯერ პასუხისგებაში მიცემა დაუშვებელია. რამდენადაც ვიცი, სასამართლო ამ პირის გათავისუფლებით დასრულდა. ოპონენტების ცინიკური დამოკიდებულება ვიცი, მათ სხვანაირად არ შეუძლიათ, მაგრამ არის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, პირი თავისუფალია. თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაში ცინიკური არაფერია“, – განაცხადა კილაძემ.


მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა 22 ივლისს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში იქნება.



კომენტარები:

ფართი შოპი