ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სიაში თემურ აბაზოვის ჩასმა ცინიკური და სამარცხვინო გადაწყვეტილებაა.
„ქართული ოცნებისგან“ ყველაფერია მოსალოდნელი, რადგან ისეთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს, რომელთაგან ათი მდუმარე დეპუტატი იყო. ზოგს სახეზეც არ ვიცნობ. ოთხი წელი გავიდა და 12 დეპუტატიდან ათს ხმა არ ამოუღია. ამაზე მეტი გასაკვირი რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ კიდევ გვაკვირვებენ. „ქართული ოცნებისგან“ სამარცხვინო, ცინიკური და დამამცირებელი შემოთავაზებაა, რომ პროპორციულ სიაში სვამენ ადამიანს, რომელმაც მოქალაქეს ღირსება შეულახა და არაადამიანურად მოექცა. ისტორია ვიცით, მაშინ თუ რა მოხდა. ეს იქნება საზოგადოების დაცინვა, თუ „ქართული ოცნება“ გაბედავს, გათავხედდება და ამ პირს სიაში შეიყვანს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.