გიორგი ვოლსკი: თემურ აბაზოვისთვის „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ყოფნა არ შეუთავაზებიათ

23 Jul 2020 18:15

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში თემურ აბაზოვის შეყვანის თაობაზე მის მიმართ შეთავაზება არ ყოფილა.


„თემურ აბაზოვის მიმართ არც შეთავაზება ყოფილა და არც განხილული ყოფილა პროპორციულ საარჩევნო სიაში მისი შეყვანის საკითხი. ეს საკითხი არ განხილულა და არც შესაძლებელია განხილული იყოს. გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტსაბჭო და მისი რეკომენდაციები განიხილება საარჩევნო შტაბში. არანაირი ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ არსებობს და ვერც იარსებებს. კანდიდატი მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის და რესურსი უნდა ჰქონდეს, საქმე აკეთოს ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


თემურ აბაზოვმა გუშინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება.



კომენტარები:

ფართი შოპი