გიორგი ვოლსკი: ადამიანის გარდაცვალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა

23 Jul 2020 18:21

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.


„ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა და ყველა მოტივირებულია, არა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურები, არამედ მთელი საზოგადოება, რომ სწრაფად იყოს გამოძიებული და დადგინდეს, რეალურად რა მოხდა. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოების მოთხოვნა და მღელვარება ჩვეულებრივი ამბავია ყველგან, არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ როცა ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, ეს უზნეობაა. დანარჩენი არავინ არის ისეთი არც ამ ქვეყანაში და არც სხვაგან, განაცხადოს, რომ ასეთი საკითხი რაღაც პოლიტიკურ ნებასთან ან ინტერესებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.




კომენტარები:

ფართი შოპი