საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი დამოუკიდებელი დეპუტატების მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან ვახტანგ გომელაურის გადაყენების თაობაზე აბსურდს უწოდებს.
„ეს აბსურდია. ამ პოლიტიკური ფიგურების მესმის, რადგან არანაირი ყურადღება არსაიდან არ აქვთ და მათი ინტერესია, რომ მედიამ კითხვები დასვას და პოლემიკა ატყდეს. ვახტანგ გომელაურს ყველა მაჩვენებელი, საერთაშორისო სტატისტიკა და დაფასება გარეთ თუ შიგნით, იმ დონეზე აქვს, რომ არ იყოს, ასეთი პოლიტიკური თამაშების სამიზნე“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ წევრებმა, დღეს ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვეს.