პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ღვამიჩავა დანიშნა

23 Jul 2020 19:09

პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ღვამიჩავა შეარჩია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნის შესახებ განკარგულება ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს თამარ ღვამიჩავა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 2020 წლის 22 ივლისიდან, 4 წლის ვადით“, - აღნიშნულია განკარგულებაში.


თამარ ღვამიჩავამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძე ჩაანაცვლა, რომელმაც აღნიშნული პოსტი 22 ივნისს დატოვა.


კანონმდებლობის თანახმად, თამარ ღვამიჩავა არამოსამართლე წევრის პოზიციაზე 4 წლის ვადით იმუშავებს.



კომენტარები:

ფართი შოპი