შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ დასმულ შეკითხავზე - ჰყავდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილს პირადი ფსიქოლოგი და დაიკითხა თუ არა ის? - უპასუხა, რომ პოლიციამ უკვე დაკითხა თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ფსიქოლოგიც.
„თამარ ბაჩალიაშვილს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია. რა თქმა უნდა, დეტალებზე საუბარი, თუ რაზე ილაპარაკა ფსიქოლოგმა, ვინაიდან დღეს ოჯახი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, არ იქნება სწორი. გიდასტურებთ იმას, რომ ჰყავდა ფსიქოლოგი, ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები, რა თქმა უნდა, დეტალებზე ახლა არ იქნება სწორი საუბარი“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.