,,თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს პირველადი დათვალიერებისას დაზიანებები არ აღენიშნება", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“პირველ ეტაპზე, რაც შეიძლება ითქვას, ძალადობის კვალი არ აღენიშნება, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველადი დათვალიერებისას, მას მექანიკური დაზიანებები, იგულისხმება ცეცხლსასროლი თუ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები, ძალადობის კვალი, ვიზუალურად არ აღენიშნება. თუმცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კვლევის მთავარი მიზანი არის ის, რომ დეტალურად შესწავლილი იყოს შინაგანი ორგანოები, მედიკამენტების და ნივთიერებების შესაძლო მოხვედრის როლი მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და როდესაც იქნება მეცნიერული კვლევა დასაბუთებული, დასკვნას გაგაცნობთ“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.