თენგიზ ცერცვაძე: კოვიდი არსად წასულა!

23 Jul 2020 21:36

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდა გასაკვირი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანაში რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს უწევთ შემოსვლა.


„მთელ მსოფლიოში მზარდი სტატისტიკაა, ოღონდ ეს მზარდი სტატისტიკა ჩვენთან იზომება ერთეულებით ან ყველაზე მეტი, ათეულებით. ერთადერთი იყო გუშინდელი დღე, როცა 24 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა დანარჩენ შემთხვევაში 20-ის ან 10-ის ქვემოთაა. მთელ მსოფლიოში იზრდება „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა, ოღონდ იქ იზრდება ასეულობით, ათასეულობით და ათეულ ათასეულობით. აშშ ყოველდღე ამყარებს რეკორდს – 60 000, 63 000, 67 000; სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში 500-600 შემთხვევა, რუსეთში 7-8 000 შემთხვევა, თურქეთში 1 500 შემთხვევა. ამ ფონზე, საქართველომ ისედაც სასწაულს მიაღწია შესაბამისი სტრუქტურების ალბათ ძალიან გამორჩეული და კარგი საქმიანობით. ახლა, მთლად იმდენს ვერ აღწევს საქართველო, რომ არც ერთი შემთხვევა არ იყოს. 1, 2, 5, 10 და 20 შემთხვევა სულ იქნება, ელემენტარულად, სატვირთო ავტომობილის მძღოლები შემოდიან რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რამდენიმე ათეული სატვირთო შემოდის დღეში“, – განაცხადა ცერცვაძემ.


ცერცვაძემ იმ შესაძლო მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ფისქირდება. იგი აცხადებს, რომ შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი, მოსახლეობის მიერ ყურადღების მოდუნებაც იყოს.


„ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ რაც უნდა არწმუნო, შეახსენო, როდესაც ხედავს, რომ რეალურად საფრთხე არ ჩანს, გამოვიდნენ, დაიწყეს შეკრებები, ნორმალური ცხოვრება, ძალიან ჩქარა დაუბრუნდნენ ამას, დადიან კურორტებზე, ისვენებენ სასტუმროებში, დაუბრუნდნენ საქმიანობას, შეიძლება, 100%-ით არა, მაგრამ თითქმის 100-ით და არცერთი მათგანი არ ხდება ავად, ბუნებრივია, მოდუნდა. შესაძლოა, ეს ცალკეული შემთხვევები მათ გამოსაფხიზლებლად სასარგებლოც იყოს, რომ კოვიდი არსად წასულა, მსოფლიოში რჩება და რჩება გაძლიერებული ფორმით, მხოლოდ საქართველოა გამონაკლისი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი