ნათია თურნავა: ახალი კანონი ხელს შეუწყობს პანდემიით დაზარალებული ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებას

23 Jul 2020 22:00

ბიზნეს სუბიექტებს, რომლებსაც პანდემიის დროს გამოცხადებული საგანგებო ვითარების გამო შეფერხებები შეექმნათ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის, იჯარის, მართვის თუ სხვა კონტრაქტებიდან გამომდინარე შეუძლიათ, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართონ და ვალდებულების მოდიფიცირება და პირგასამტეხლოს პატიება ითხოვონ, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ცვლილება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში უკვე ამოქმედდა და აღნიშნულის საფუძველზე კონტრაჰენტებს უფლება ექნებათ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის განმავლობაში მიმართონ სააგენტოს.


მინისტრის განცხადებით, ახალი კანონი ცალსახად დადებითად აისახება ბიზნეს გარემოზე და ხელს შეუწყობს პანდემიით დაზარალებული ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებას.



კომენტარები:

ფართი შოპი